ივერიის ღვთისმშობლის ხატი ტაძრებში დარიგდება

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ტაძრებში დარიგდება

ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომელზეც პატრიარქის მიერ შექმნილი ოჯახის დალოცვაა დატანილი, საქართველოს ტაძრებში დარიგდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფონდიდან "ივერიისა" აცნობეს. 

"მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდ "ივერიისას" მოგვმართეს მოქალაქეებმა, რომლებმაც გვაცნობეს, რომ პატრიარქის მიერ შექმნილი ოჯახის დალოცვადატანილი ივერიის ღვთისმშობლის ხატები თბილისის ქუჩებში იყიდება. ფონდი "ივერიისა" აცხადებს და აცნობებს მოსახლეობას, რომ ეს ხატები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ფონდის მიერ სრულიად უსასყიდლოდ გადაეცემა ყველა მსურველს", _ აცხადებენ ფონდში.

ამასთან, განმარტავენ, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატები პატრიარქის მიერ ოჯახის დალოცვით 7 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე დარიგდა.

ხატების შინ მიბრძანების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, ამიტომ ფონდ "ივერიისას" მიერ ივერიის ღვთისმშობლის ხატები კვლავაც დარიგდება როგორც თბილისის, ისე საქართველოში მომქმედ ყველა ტაძარში.