ვიქტორ დოლიძე ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრას დადებითად აფასებს

ვიქტორ დოლიძე ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრას დადებითად აფასებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ ფილიპ დიმიტროვთან შეხვედრას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ პარლამენტში კარგი პრაქტიკა დამკვიდრდა, როდესაც ელჩები მოდიან და საქმიანი შეხვედრები იმართება.

"შეხვედრა იყო ძალიან შინაარსიანი. განვიხილეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზების ლიბერალიზება და არა მხოლოდ. აღინიშნა, რომ ცივილიზირებული პროცესი მიდის, რომელიც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას აღნიშნავს. მან ასევე გაგვიზიარა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები და კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს, განსაკუთრებით კი წელს, როდესაც ქვეყანაში ძალინ მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს.