ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა დეპუტატებთან შეხვედრაზე ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
შეხვედრას უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.
"ეს არის ღია შეხვედრა და პარლამენტის ნებისმიერ წევრს შეეძლო დასწრება. მოგეხსენებათ, წელს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერასთან და თავისუფალი ვაჭრობის ზონასთან დაკავშირებით. შეხვედრაზე გაკეთდა შეფასებები და განხილულ იქნა თემები, როგორიცაა ამჟამინდელი ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირის, სხვა მეზობლებთან ურთიერთობის საკითხები, რა პერსპექტივები არსებობს საქართველოს წინსვლისთვის ევროკავშირთან უფრო ახლო ინტეგრაციის თვალსაზრისით", - აღნიშნა ფილიპ დიმიტროვმა.
მან კომენტარი გააკეთა შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე გელა ხვედელიძეზეც.
"მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ გავაკეთო შეფასებები საქართველოში მიმდინარე სისხლის სასამართლის გამოძიებასთნ დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც არის მსგავსი შემთხვევები, ვიღაც ვინც არის მსგავს დარღვევაზე პასუხისმგებელი მისი მხრიდან ალბათ უნდა იყოს შეფასებული და გარკვეული. ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი გადაწყვეტილება არის მისაღები", - აღნიშნა დიმიტროვმა.