პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბანკო სექტორის წარმომადგენლებისგან ბიძინა ივანიშვილმა იმ პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოში მოქმედ ბანკებთან ერთად ახორციელებს. 

"პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელი სახის კრედიტების მიმართ არის ინტერესი", - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ფიფიაც ესწრებოდა.