პრეზიდენტი პრემიერს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტი პრემიერს საკუთარი გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან სასწავლო ინვენტარი გატანილია და აუდიტორიების ნაწილი დაზიანებული.

ამის შესახებ ქვეყნის პირველი პირი ფაცებოოკ-ის საკუთარ გვერდზე წერს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან დაკავშირებით და შენობას კუთვნილი სტატუსი დაუბრუნოს.

მიხეილ სააკაშვილმა ამ უმაღლესი სასწავლებლის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტები ჰაერივით სჭირდება.

ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ დაათვალიერა შენობა, საიდანაც უკვე მთლიანად გატანილია სასწავლო ინვენტარი და დაზიანებულია შენობის აუდიტორიების ის ნაწილი, რომელიც სტუდენტებისა და სასწავლო პროცესისთვის უკვე მოწყობილი იყო.