გია ხუხაშვილი - ძიება უნდა გაგრძელდეს იმ ბრალდებებზეც, რაც ისმოდა ფარესიშვილის მხრიდან

გია ხუხაშვილი - ძიება უნდა გაგრძელდეს იმ ბრალდებებზეც, რაც ისმოდა ფარესიშვილის მხრიდან

ძიება უნდა გაგრძელდეს იმ ბრალდებებზეც, რაც ისმოდა გიორგი ფარესიშვილის მხრიდან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ძიება მხოლოდ გელა ხვედელიძის დაკავებით არ უნდა შემოიფარგლოს და ყველა მასალა უნდა გასაჯაროვდეს. "უნდა დადგინდეს, ვის რა კავშირი აქვს ამა თუ იმ ბიზნესთან, რაზეც ფარესიშვილი საუბრობდა. ეს უნდა იყოს გამოკველული და თუ არ დასტურდება, თუ წყარო არ არსებობს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ცილისმწამებელიც უნდა დაისაჯოს",-განაცხადა ხუხაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეთანხმება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრო ბარნოვის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული.
"მე ვიზიარებ მის მოსაზრებას. შეიძლება ითქვას, ვუერთდები. ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული არა მხოლოდ ეს, არამედ მანამდე რაც ხდებოდა, მთელი ეს ისტორია, რასთან გვქონდა საქმე - რეალურ ბრალდებებთან თუ ცილისწამებასთან. მეც მოვითხოვ, რომ ეს ყველაფერი ბოლომდე იყოს გამოძიებული",-დასძინა ხუხაშვილმა.