ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვაპირებ ვიყო მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს

ირაკლი ღარიბაშვილი - არ ვაპირებ ვიყო მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს და მეგობრებს

მე არ ვაპირებ ვიყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ხელს აფარებს თავის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ნათესავებს და ჩაგრავს ხელქვეითს, - ამის შესახებ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შს მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. "საქართველოში ეს ეპოქა დასრულდა და დარწმუნებული ვარ არასდროს აღარ დაბრუნდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მინისტრის თქმით, ყოველთვის იქნება თითოეული ადამიანის, კოლეგის დამცველი, მაგრამ კანონის დარღვევა არავის ეპატიება. "არავის არასდროს უნდა ეპატიოს დანაშაულის ჩადენა. სწორედ ეს არის ისტორიულ, ევროპულ ოჯახში დაბრუნების ერთადერთი გზა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მის უკვე ყოფილ მოადგილეზე, გელა ხვედელიძე საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რაც მოხდა, მისთვის ძალიან მძიმე იყო. "მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი და მაქვს ჩვეულებრივ მოქალაქეზე მეტი თმენის, და რაც მთავარია, ყოველგვარი ემოციების გარეშე გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება. ამიტომ, რაც მოხდა, არის კანონისა და სამართლიანობის აღსრულება",-დასძინა ღარიბაშვილმა.