ნანა კაკაბაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წუხელ მომხდარ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ

ნანა კაკაბაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წუხელ მომხდარ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას, თითქოს წუხელ, რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს და სრული სიცრუეა, რომ წუხანდელ ინციდენტში ყოფილი პოლიტპატიმრები მონაწილეობდნენ. იქ თავად ამ პოლიტიკოსებს შორის მოხდა შიდა დაპირისპირება", - აღნიშნა კაკაბაძემ.

ინციდენტი "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მოხდა. დაშავდნენ დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია.