კახა კუკავა - იუსტიციის მინისტრი სასწრაფოდ არის შესაცვლელი

კახა კუკავა - იუსტიციის მინისტრი სასწრაფოდ არის შესაცვლელი

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა წუხელ, რესტორან "ლა ტრუფეში" მომხარ ინციდენტს იუსტიციის მინისტრის უუნარობის შედეგად აფასებს და თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. კახა კუკავას თქმით, ქვეყანას სამართლიანობის აღდგენა სჭირდება. "რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ცხრა წლის მანძილზე აკეთებდნენ, კიდევ ცოტა მოხვდათ, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვყავს უუნარო იუსტიციის მინისტრი. წულუკიანს ლგბტ აქციების მოწყობას ურჩევნია სამართლიანობის აღდგენით დაკავდეს. პროკურატურა და სასამართლო თავის ადგილზე რომ იყოს, ხალხი ნაცისტური რეჟიმის დამნაშაავეებს ქუჩა-ქუჩა არ დაუწყებდა დევნას. სასწრაფოდ არის შესაცვლილი იუსტიციის მინისტრი და საქართველოს სჭირდება სამართლიანობის აღდგენა", - აცხადებს კახა კუკავა.