მანანა გიორგობიანი - ჩემი ბიჭები ორნი იყვნენ და აბა არ ჩავრეულიყავი?!

მანანა გიორგობიანი - ჩემი ბიჭები ორნი იყვნენ და აბა არ ჩავრეულიყავი?!

კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეს" ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე, მანანა გიორგობიანი აცხადებს, რომ არც პოლიტპატიმარია და არც კრიმინალი. როგორც გიორგობიანმა "იმედთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ე.წ. პოლიტპატიმრები დაუპირისპირდნენ, ცილისწამებაა.

"ჩვენ არ ვართ პოლიტპატიმრები. არასდროს ვყოფილვართ ნასამართლევები. მამუკა ბაკურია ჟურნალისტია, მე თვითონ წლებია ტელევიზიაში ვმუშაობ. კრიმინალები კი არა ჯარიმა არ მქონია არასდროს ხალხო!", - აღნიშნა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, მას კისერზე და ყბაზე ჩალურჯებები აქვს და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზაც გაიარა. "ერთ-ერთმა, მელოტმა და დაბალმა, არაერთხელ დამარტყა", - განაცხადა გიორგობიანმა.

კითხვაზე, ჩაერია თუ არა ისიც ჩხუბში, აღნიშნა, რომ მისი თანმხლები პირები უმცირესობაში იყვნენ. "ჩემი ბიჭები ცოტანი, ორნი იყვნენ და აბა არ ჩავრეულიყავი?! შუაში მაინც არ ჩავმდგარიყავი?!", - განაცხადა გიორგობიანმა.