შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინის ჩხრეკისას პისტოლეტები: ,,ფერამუსი" და ,,ტე-ტე", ,,ეს-კა-ეს"-ის შაშხანა, კარაბინის 19 და ,,ბრაუნინგი"-ს ტიპის პისტოლეტის 2 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).