წუხელ, რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე მამუკა ბაკურია აცხადებს, რომ ინციდენტი მთაწმინდის გამგებლის, ნიკა მელიას მიერ დაიწყო. მის კომენტარს ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. "ვიყავი სამ მეგობართან ერთად. აქედან ორი მანდილოსანი იყო. ჩემს სუფრასთან მყოფ მანდილოსანს რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთმა... შელაპარაკება მოხდა ვინმე მელიასთან, რომელიც არის გამგებელი... წამოვდექი, როცა მივხვდი, რომ სიტუაცია დაიძაბა, ამ ბატონს ვუთხარი - "ასე არ შეიძლება და თუ შეიძლება მიბრძანდით თქვენს მაგიდასთან-თქო". ამ ჩემს ჟესტს იმათი სუფრიდან მოჰყვა რამდენიმე კაცის წამოწევა და პირდაპირი ღია აგრესიის გამოხატვა დედის გინებით და მუშტით", - აცხადებს ბაკურია.
ინციდენტი "ლა ტრუფეში" "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან მოხდა. დაშავდნენ დეპუტატები გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე და სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია.