პრეზიდენტი ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრება

პრეზიდენტი ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრება

საქართველოს პრეზიდენტი ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას ესწრება. მიხეილ სააკაშვილი ტაძარში 11:00 საათისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ თენგიზ გუნავასთან ერთად მივიდა. პრეზიდენტს ამბიონთან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიეგება.

პატრიარქმა ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი დღეს აკურთხა. ამ წუთებში კი ტაძარში კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. საზეიმო წირვას პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.