"კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 5-ზე მეტ კანდიდატურას განიხილავს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის ინფორმაციით, კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 5-ზე მეტ კანდიდატურას განიხილავს.

"არის 5-ზე მეტი კანდიდატი, უაღრესად განათლებული, ღირსეული, სუფთა წარსულის და სიმპათიურიც სხვათა შორის. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი ძალიან ღირსეული კანდიდატია და ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ მასაც ექნება იგივე სურვილი და პოლიტსაბჭოსაც. კახი კალაძის კანდიდატურაზე მსჯელობა რომ მიდის, არავისთვის საიდუმლო არ არის. მე ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს ისეთი ბრძენი, მორალური პიროვნება, როგორც ჩვენი პატრიარქი, ისეთი დიპლომატიური უნარ-ჩვევებით და გამოცდილებით, როგორიცაა ქალბატონო სალომე ზურაბიშვილი, ისეთი პოპულარობით და ახალგაზრდილი შემართებით, როგორიცაა კახი კალაძე", - განაცხადა ჩაფიძემ.