ევროკავშირის მისია გახშირებული დაკავებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის მისია გახშირებული დაკავებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან ახლოს გახშირებული დაკავებების გამო. 

ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განცხადებას საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ავრცელებს.

პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამ კონტექსტში მისიამ ცხელი ხაზის ამოქმედების მეშვეობით ხელი შეუწყო დიალოგის წარმართვას და მიესალმება ცხინვალიდან დაპატიმრებულთა მომდევნო გათავისუფლებას.

"გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა პირდაპირ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე, რომელზე დაკვრივებასაც მისია კვალვ გააგრძელებს. ეს თემა ასევე მთავარი საკითხი იყო ერგნეთში. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს ხელშეწყობით გაიმართა",-ნათქვამია ევროკავშირის პრესრელიზში.