არასამთავრობო ორგანიზაციები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ესაუბრნენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლაფანყურის სპეცოპერაციაზე ესაუბრნენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ლაფანყურის სპეცოპერაციის საკითხზე თვალყურის მიდევნება სთხოვეს. ამის თაობაზე ჟურნალისტებს "საქართევლოს რეფორმების ასოციაციის" წარმომადგენელმა, სერგი კაპანაძემ აცნობა. 

მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ლაფანყურის სპეცოპერაციაც იყო.

"ლაფანყურის საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეფასებები გავაკეთეთ. ითქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ისეთი ნაბიჯების გადაგმა, რომელიც ქვეყნის რეპუტაციას ჩრდილს აყენებს, მიზანშეწონილი არ არის. ამასთანავე, ვთხოვე ეუთოს საპარლამენტო დელეგაციას, რომ ამ თემაზე ისაუბრონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიადევნონ თვალყური როგორ განვითარდება მოვლენები ლაფანყურის თემის ირგვლივ", – განუცხადა ჟურნალისტებს სერგი კაპანაძემ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ასევე ხვდებიან საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.