შსს-ს თბილისის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გიორგი და გოჩა ჯ–ები ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა გიორგი ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „ნაგანი“–ს ტიპის რევოლვერი და 7 საბრძოლო ვაზნა, ხოლო გოჩა ჯ-ს პირადი ჩხრეკისას – „მაკაროვი“–ს სისტემის რევოლვერი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ–ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).