პანკისის ხეობის სოფელ დუისის სასაფლაოზე ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპული ჩეჩნების ცხედრების ექსჰუმაცია მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დუისიდან იუწყება , დუისის სასაფლაოზე საგამოძიებო ჯგუფი უკვე მივიდა და ცხედრების საფლავიდან ამოღება დაწყებულია.
ადგილზე შეკრებილია დუისის მოსახლეობა, რომელთა აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ამბობს, რომ რელიგიურად გარდაცვლილის ცხედრების ამოღება დაუშვებელია, ნაწილი კი - ექსპერტიზის ჩატარების მომხრეა.
ადგილზე დუისელი ქალები ლოცულობენ. სასაფლაოზე შეკრებილი არიან გარდაცვლილების ოჯახის წევრები.
ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს შვიდი ჩეჩენი დაიღუპა, რომელთაგანც სამი პანკისის ხეობის მცხოვრები იყო.