შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვანო ა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულმა თელავში, „ზუზუმბო"-ს ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელი, 1987 წელს დაბადებული თენგიზ ჩ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი თელავის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმე, თუმცა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმალვაში მყოფი ვანო ა. დანაშაულის ჩადენიდან მეოთხე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ თელეთში დააკავეს.
დანაშაულის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 19-108 -ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თელავის რაიონული სამმართველო აწარმოებს.