ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ თანამდებობა დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს , ნათია მოგელაძემ გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

"ნათია მოგელაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა", - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 4 იანვარს შეიქმნა. შექმნის დღიდან მას ნათია მოგელაძე ხელმძღვანელობდა.