"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატზე 11 ან 12 მაისს იმსჯელებენ

კოალიცია "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო კანდიდატზე 11 ან 12 მაისს იმსჯლებეს, კანდიდატის ვინაობა კი, სავარაუდოდ, 13 მაისს გახდება ცნობილი.
ამის შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო საქემთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.

როგორც ფანჯიკიძემ განმარტა, "ქართულ ოცნებას" საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთი კანდიდატი ეყოლება.

"ეს იქნება ძალიან ღირსეული კანდიდატი, რომელიც დარწმუნებული ვარ, საზოგადოების დიდ მოწონებას დაიმსახურებს", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, განცხადება, რომ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი მომავალი კვირის ორშაბათს გახდება ცნობილი, პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გააკეთა.

ამასთან, პარტიის პოლიტსაბჭო შეკრებას დღესაც გეგმავს. არსებული ინფორმაციით, სხდომა კოალიციის ოფისში 12:00 საათისთვის დაიწყება.