რუსული მედია:

რუსული მედია: "ლევადა-ცენტრი" უცხო ქვეყნის აგენტად აღიარეს

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაარკვია, რომ იური ლევადას ანალიტიკურმა ცენტრმა გასული წლის ბოლოდან საზღვარგარეთიდან 3, 9 მილიონი რუსული რუბლი მიიღო.
პროკურატურის მონაცემებით, რომელიც "ლევადა-ცენტრში" შემოწმებას ატარებდა დადგენილია, რომ ამ არაკომერციული ორგანიზაციის ანგარიშზე ამერიკული "ღია საზოგადოებიდან" ასევე ორგანიზაციებიდან რომლებიც იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, პოლონეთსა და კორეაში მდებარეობს 3,9 მილიონი რუბლი გადმოირიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ "იზვესტია" უწყებაში არსებულ თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ლევადა ცენტრის" დირექტორი ლევ გუდკოვი აცხადებს, რომ ორგანიზაციას გენპროკურატურიდან არავითარი დოკუმენტები არ მიუღია, რომლებშიც შემოწმების შედეგები იქნებოდა ასახული. თუმცა, ის ადასტურებს, რომ ორგანიზაცია იღებს სხვა და სხვა უცხოურ გრანტებს მრავალი საერთაშორისო პროექტიდან და ამას არც მალავს.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში რუსეთში მიღებული კანონის თანახმად, რუსეთში მოქმედი ყველა არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა და რომელიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს ვალდებულია რუსეთის იუსტიციის სამინისტროში უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირდეს.

მიმდინარე წლის მარტში რუსეთს არაკომერციული ორგანიზაციების შემოწმებები დაიწყო. პროკურატურამ გადაწყვიტა გაარკვიოს თუ როგორ სრულდება ეს კანონი.