"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი

კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს ბათუმში განუცხადა. 

პრემიერის თქმით, მას ჰყავს თავისი ფავორიტი, თუმცა, ჯერჯერობით მის ვინაობას არ ასახელებს, რადგან თუ ვინ იქნება კოალიციის კანდიდატი, საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ყველა გაუწევს კონკურენციას და ყველა მოუგებს, რამეთუ ვიცი დამოკიდებულება როგორია საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, დასახელებისგან თავს შევიკავებ. მე მყავს ჩემი ფავორიტი, ჩემი კანდიდატურა, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩემი კანდიდატურა გავიდეს. ჩვენ გვექნება განხილვა საბჭოზე ან შაბათს ან კვირას უმრავლესობასთან. სულ მალე, ორშაბათს ალბათ, ყველას გეცოდინებათ საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.