მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს ავტობუსები დღეს უფასოდ მოემსახურება

მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს ავტობუსები დღეს უფასოდ მოემსახურება

მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსები დღეს უფასოდ მოემსახურება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს , თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულზე, მახათას მთაზე დაგეგმილ ღონისძიებაზე მსურველთა დასწრებისა და მონაწილეობის მიღების მიზნით, მოქალაქეებს მუნიციპალური ავტობუსები უფასოდ მოემსახურება. 

კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსები მეტროსადგურ "ვარკეთილიდან", ვარდების რევოლუციის მოედანიდან, რკინიგზის გადასასვლელი ხიდიდან მახათას მთის მიმართულებით 21.00 საათამდე იმოძრავებენ.