"რამე შენიშვნა რომ მიიღოს კაცმა, აუცილებლად კობა უნდა ერქვას და დავითაშვილი უნდა იყოს გვარად?!"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი შრომის კოდექსთან დაკავშირებით განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაზე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეაქციას ელოდება.

"რამე შენიშვნა რომ მიიღოს კაცმა, აუცილებლად კობა უნდა ერქვას და დავითაშვილი უნდა იყოს გვარად?!", - აღნიშნა დავითაშვილმა დღეს "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში სტუმრობისას.

შეგახსენებთ, რომ როგორც გიორგი მარგველაშვილა GIPA-ს სტუდენტეთან შეხვედრისას განაცხადა, ახალი შრომის კოდექსი ბიზნესის განვითარებისთვის ხელისშემშლელი იქნება.

"ე.ი. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსი არის შესული. როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, ეგ არ ვიცოდი, მაგრამ შიგნით ისეთები წერია, საერთოდ, დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.