11 ნოემბრიდან ირლანდიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

11 ნოემბრიდან ირლანდიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

2011 წლის 27 ოქტომბერს ირლანდიაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. მას შემდეგ, რაც კონკურენტები დაამარცხა, პოეტი, მშვიდობის დამცველი და საფეხბურთო კლუბის, Galway United-ის პრეზიდენტი, მაიკლ ჰიგინსი (Michael D. Higgins) ირლანდიის მეცხრე პრეზიდენტი გახდა.“The Washington Times”-ის შეფასებით, ეს იყო ქვეყნის ისტორიაში ყველაზე „პრეტენზიული“ წინასაარჩევნო კამპანია. მაიკლ ჰიგინსმა 11 ნოემბერს პრეზიდენტის პოსტზეს, მერი მაკ-ალისი (Mary McAleese) შეცვალა.

პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად არჩევნებზე შვიდი კანდიდატი იბრძოდა.  ეს იყო კანდიდატების ყველაზე დიდი რაოდენობა ირლანდიის საპრეზიდენო არჩევნების ისტორიაში.

ირლანდიის კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატი შემდეგ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს:

უნდა იყოს ირლანდიის მოქალაქე; იყოს 35 წლის მაინც; უნდა იყოს ნომინირებული ირლანდიის პარლამენტის 226 წევრიდან 20-ის მიერ მაინც; მინიმუმ 34 საქალაქო ან სოფლის საბჭოს მიერ, ან იმ შემთხვევაში, თუ არის მოქმედი ან ყოფილი პრეზიდენტი (ერთი ვადით), თვითონ წარადგინოს საკუთარი კანდიდატურა

პრეზიდენტის პოსტის მოსაპოვებლად იბრძოდნენ:

მერი დევისი (Mary Davis), სოციალურ საკითხებზე მომუშავე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დამცველი. იგი ასევე ცნობილია როგორც 2003 წლის პარაოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი ირლანდიაში. კანდიდატი ნომინირებული იყო ადგილობრივი საბჭოების მიერ. შონ გალაჰერი (Seán Gallagher), პარტია Fianna Fáil-ის წევრი, დასახელდა ადგილობრივი საბჭოების მიერ. მაიკლ დ. ჰიგინსი (Michael D. Higgins), ყოფილი მინისტრი. იგი არჩეული იყო ლეიბორიsტული პარტიის მიერ. მარტინ მაკ-გინესი (Martin McGuinness), პირველი მინისტრის მოადგილე ჩრდ. ირლანდიაში. იგი აირჩა პარტია Sinn Féin-ის მიერ, და მიიღო საკმარისი მხარდაჭერა დეპუტატებისგან, რათა კანდიდატურა წამოეყენებინა. გაი მიტჩელი (Gay Mitchell), ევროპარლამენტის წევრი და ყოფილი დაპუტატი, დასახელდა პარტია Fine Gael-ის მიერ დევიდ ნორისი (David Norris), სენატორი, მეცნიერი და სამოქალაქო უფლებების დამცველი, დასახელდა ადგილობრივი საბჭოების მიერ დანა როზმარი სკალონი (Dana Rosemary Scallon), ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ნომინირებულ იქნა ადგილობრივი საბჭოების მიერ.

არჩევნები ჩატარდა ალტერნატიული ხმის მიცემის სისტემის მიხედვით (ე.წ instant runoff voting), იგი მსგავსია The Single Transferable Vote (STV) სისტემისა, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს და საშუალება აძლევს ამომრჩევლებს, ხმა მისცენ ინდივიდუალურ კანდიდატებს, თუმცა განსხვავება არის ის, რომ პროპორციული წარმომადგენლობის ნაცვლად, არჩევნების გამარჯვებული მხოლოდ ერთი კანდიდატი ხდება (single-winner Vote).

კანდიდატებმა არჩევნებამდე საკმაოდ დაძაბული და საინტერესო წინასაარჩევნო კამპანია აწარმოეს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსის შეფასებით, ჰიგინსი თავის წარმატებას უნდა უმადლოდეს მისი მთავარი კონკურებტების, მარტის მაკ-გინესსა და შონ გალაჰერს შორის პაექრობას.

სატელევიზიო დეპატების დროს RTE-ს პირდაპირ ეთერში მარტინ მაკ-გინესმა ეფექტურად შეძლო გალაჰერის რეპუტაციის შერყევა. მან დაადანაშაულა კანდიდატი შემოწირულობების შესაგროვებლად გამართულ სადილზე 5000 ფუნტის მიღებაში თითოეული სტუმრისგან, რასაც მაკ-გინესმა კანონდარღვევა უწოდა. მან გალაჰერი ასევე დაადანაშაულა ჩეკის მიღებაში ჰიუ მორგანისგან, რომელიც საწვავის კომპანიის მფლობელია და ბრალი ბენზინის კონტრაბანდაში ედება. თავის მხრივ, გალაჰერმა ამ ბრალდებას მაკ-გინესისა და Sinn Féin-ის მიერ დაგეგმილი პოლიტიკური თავდასხმა უწოდა.

თავად მაკ-გინესმა უამრავ შეკითხვას გასცა პასუხი მის წარსულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ირლანდიის რესპუბლიკურ არიაში ჩრდ. ირლანდიის არეულობის დროს. წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მას აქტიურად აკრიტიკებდნენ 1980-იან წლებში ირლანდიის თავდაცვის ძალების გარდაცვლილი წევრების ოჯახები, რომლებიც სწორედ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას ადანაშაულებდნენ ამაში. 

ამ დებატებამდე გალაჰერი წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, 40%-იანი მხარდაჭერით სარგებლობდა. საბოლოო ჯამში კი,  ტელედებატებში განცდილი მარცხისა და მაკ-გინესის გარშემო წარსულში ირლანდიის რესპუბლიკურ არმიაში მოღვაწეობის გამო ამტყდარი აჟიოტაჟისა და ამ არეულობის მსხვერპლთა ოჯახების პროტესტის შედეგად, ვებ გვერდის, ballotbox.ie-ს მიერ ჩატარებულმა უკანასკნელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჰიგინსს, რომელმაც საკმაოდ პოზიტიური და მშვიდი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა, ამომრჩეველთა 41% უჭერდა მხარს.

საბოლოო ჯამში, 70 წლის ჰიგინსმა მნიშნელოვნად გაუსწრო მთავარ კონკურენტს, შონ გალაჰერს და ხმათა 39.6%-ით გამარჯვება მოიპოვა.

ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 3,191,157, ხოლო  აქტივობამ 56.1% (1,790,438 ამომრჩეველი) შეადგინა

ჰიგინსმა ბევრად გაუსწრო თავის კონკურენტებს ისეთ მნიშვნელოვან საარჩევნო ოლქებში, როგორციცაა, მაგალითად, დუბლინი. აქ მან ხმათა 44% მოიპოვა, მაშინ როცა გალაჰერმა 16.4, ხოლო მაკ-გინესმა 16.1%.

Sinn Féin-მა გააცნობიერა, რომ ირლანდიის რესპუბლიკურ არმიაში მოღვაწეობის გამო მაკ-გინესის რეპუტაცია სერიოზულად დაზარალდა. მას ჰქონდა იმედი, რომ ხმათა დაახლოებით 20%-ს მოიპოვებდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ 13.7%-ის მიღება შეძლო. ეს ხმათა იგივე რაოდენობაა, რაც პარტიამ თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღო.

ამჟამინდელ მთავრობაში მმრთველი პარტიამ,  Fine Gael-მა არჩევნებში სრული კრახი განიცადა. როსკომონში ზოგიერთ საარჩევნო ყუთში მხოლოდ რამოდენიმე ხმა იყო ევროპარლამენტის წევრის, გაი მიტჩელის სასარგებლოდ

ძირითადი ოპოზიციური პარტიის, Fianna Fáil-ის ლიდერმა, მაიკლ მარტინმა მიულოცა ჰიგინსს და განაცხადა: „მე მრავალი წელია ვიცნობ მას და დარწმუნებული ვარ, რომ იგი ირლანდიისთვის ძალიან კარგი პრეზიდენტი და წარმომადგენელი იქნება. “

გამარჯვებულს გალაჰერმაც მიულოცა: „მას, როგორც პრეზიდენტს,  ჩემი სრული მხარდაჭერა ექნება და მე გულწრფელად ვუხდი მადლობას პოზიტიური წინასაარჩევნო კამპანიისთვის. მისი სლოგანი იყო, რომ იგი იქნება პრეზიდენტი,რომლითაც შეიძლება იამაყო, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება“.

გალვეიში დაბრუნებისას ჰიგინსს ეირის მოედანზე 5000-მდე მხარდამჭერი შეეგება გამარჯვების მისალოცად.