თეა თუთბერიძე ვანო მერაბიშვილს

თეა თუთბერიძე ვანო მერაბიშვილს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს

თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა თუთბერიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს.

როგორც თუთბერიძემ "პირველი რადიოს" რადიო-კლუბში სტუმრობისას განაცხადა, მერაბიშვილის განცხადებები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ლოიალურია.

"ის ან ვერ ხედავს საფრთხეებს, ან აქვს რაღაცა ისეთი, რის გამოც ვერ ახერხებს ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ადეკვატურად დაუპირისპირდეს", - განაცხადა თუთბერიძემ და ამის მაგალითად პრემიერის მიერ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ მერაბიშვილს ამაზე ადეკვატური შეფასებები არ გაუკეთებია.

მისივე თქმით, მერაბიშვილსა და "ქართულ ოცნებას" შორის გარიგება ნათელი გახდა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც "ივანიშვილის საუბრობდა, რომ ცვლილებები 120 ხმით გავიდოდა მაშინ, როდესაც ოფიციალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე ’’ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არ მიმდინარეობდა".