დღეს მოსკოვში, კინოთეატრ

დღეს მოსკოვში, კინოთეატრ "ოქტომბერში" "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის პრემიერა გაიმართება

დღეს მოსკოვში, ახალ არბატზე, კინოთეატრ "ოქტომბერში" რეზო ჩხეიძის ფილმ "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის პრემიერა გაიმართება.

პრემიერა 7 მაისს, 16:00 საათზე გაიმართება.  ამასთან, 9 მაისს, თბილისში, კინოთეატრ "რუსთაველის" დიდ დარბაზში, 19:00 საათზე რეზო ჩხეიძისადმი მიძღვნილი წიგნის - "ვიდექი ისე, როგორც ბერმუხა", პრეზენტაცია გაიმართება.

შემდეგ კი, 20:00 საათზე "ჯარისკაცის მამის" ფერადი ვერსიის პრემიერა ჩატარდება.  21:40 საათზე კინოთეატრ "რუსთაველის" წინ რეზო ჩხეიძის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი გაიმართება.