მიხეილ სააკაშვილი:  დემოკრატიულობა დავამტკიცეთ იმით, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები წავაგეთ

მიხეილ სააკაშვილი: დემოკრატიულობა დავამტკიცეთ იმით, რომ ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები წავაგეთ

ჩვენი დემოკრატიულობა დავამტკიცეთ იმით, რომ 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები წავაგეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია "Sky News"–სთან ინტერვიუში განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლია თუ არა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის დასრულებისკენ თქვას, რომ დატოვა მემკვიდრეობა, რომლის მიხედვითაც საქართველო დაადგა დემოკრატიის გზას, ამის ერთ-ერთ მაგალითად პრეზიდენტმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგი მოიყვანა.

"საქართველო ყოველთვის მიიწრაფვოდა ევროპისკენ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ბუნებრივი სახლი. საქართველო ევროპული კულტურის ქვეყანაა. ჩვენთვის ევროპელობა ევროკავშირშია", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნა განვითარების ახალი, ალტენატიული მოდელი და მისი მთავრობის დროს საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყო.