ბიძინა ივანიშვილი:    სოფლის მეურნეობის პროგრამაში პროცესების უკეთესად ორგანიზება შეიძლებოდა

ბიძინა ივანიშვილი: სოფლის მეურნეობის პროგრამაში პროცესების უკეთესად ორგანიზება შეიძლებოდა

სოფლის მეურნეობის პროგრამაში პროცესების უკეთესად ორგანიზება შეიძლებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა "გურია ნიუსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამას ის დიდ ყურადღებას უთმობს, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა წვრილმანს პირადად ვერ გააკონტროლებს. პრემიერის განცხადებით, მან იცოდა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო.

"საერთო ჯამში ვაკონტროლებთ სიტუაციას. პროცესების უკეთესად ორგანიზება შეიძლებოდა. წინასწარ დასკვნებს არ გავაკეთებ, თუმცა ვაუჩერებთან დაკავშირებით კითხვები მაქვს. ეს პროცესი სწრაფად ხორციელდებოდა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო იდეალურად, თუმცა შეიძლება უკეთესად ყოფილიყო და მეც მაქვს გარკვეული უკმაყოფილება. ამ ეტაპზე არ მინდა წინასაწარ არც ზედმეტად წავახალისო ვინმე, ან ზედმეტად გავაკრიტიკო, რადგან გამოძიება მიმდინარეობს",-დასძინა ივანიშვილმა.