შსს–მ ნარკოდანაშაული გახსნა

შსს–მ ნარკოდანაშაული გახსნა

თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე, 1964 წელს დაბადებული კონსტანტინე კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

გამოძიებამ დადგინა, რომ კონსტანტინე კ-მ ნარკოტიკული ნივთიერება თურქეთიდან შემოიტანა.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 17 შეკვრად დაფასოებული 3,7293 გრ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც 1,1748 გრ „ჰეროინს" შეიცავს. ნარკოლოგიურმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბრალდებული დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით მიმდინარეობს (სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). გამოძიებას თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო აწარმოებს.