გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს

გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსენბურგის ოცნებას" უწოდებს

ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი მარგველაშვილი შრომის ახალი კოდექსის პროექტს "როზა ლუქსენბურგის ოცნებად" აფასებს. როგორც მარგველაშვილმა "ჯიპას" სტუდენტებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა , იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებებით "დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება".

"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე ისინი შრომის კოდექსის გამო პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

განათლების მინისტრის "ჯიპას" სტუდენტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები პროფკავშირების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის დიქტატით დაიწერა.