"ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უმთავრესად პრიორიტეტულია"

შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვა საქართველოსთვის უმთავრესად პრიორიტეტულია".

ამის შესახებ ღარიბაშვილმა იაღლუჯას პოლიგონზე გამართული ინტიტერორისტული წვრთნების მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც ქართველმა სპეცრაზმელებმა საკუთარი შესაძლებლობები მთავრობის წევრებსა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს აჩვენეს.

"ნატო-სა და ევროკავშირისკენ სწრაფვა ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესად პრიორიტეტულია. შესაბამისად, ჩვენ ამ კურსს ვაგრძელებთ. დღეს ჩვენ გავმართეთ საჩვენებელი ღონისძიებები, ვარჯიშები, კერძოდ, კონტრტერორისტული და ანტიტერორისტული, ასევე განაღმვის ერთ-ერთი სახეობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.