დაკავებულ სტუდენტებს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ და დღესვე გაათავისუფლებენ

დაკავებულ სტუდენტებს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ და დღესვე გაათავისუფლებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, დაკავებულ სტუდენტებს ადმინისტრაციულ ჯარიმას დააკისრებენ.

როგორც "პირWელს" გიორგობიანმა განუცხადა, დაკავებული ახალგაზრდები დღესვე, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდებიან.

"სტუდენტები თამარ მეფის ხიდისკენ მიემართებოდნენ. რამდენჯერმე მათი მხრიდან მოხდა გზის გადაკეტვა, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა. პატრული კანონის ფარგლებში მოქმედებდა", - განაცხადა გიორგობიანმა.

მისივე თქმით, სტუდენტების ნაწილი სამგორის რაიონის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ 15-მდე სტუდენტი დღეს შრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ აქციაზე დააკავეს, რომელიც სტუდენტური მოძრაობა "ლაბორატორია 1918"-ს ორგანიზებით გაიმართა.