ბიძინა ივანიშვილი Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი Standard & Poors-ის მისიის წევრებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სარეიტინგო კომპანია Standard & Poors-ის მისიის წევრებს, ანა ელენკოვიჩს და ტრევორ კულინანს შეხვდა. 

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესები განიხილეს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაწყვეტა მთლიანად ეკონომიკურ აღმავლობაზეა დამოკიდებული და ამდენად, ახალი ხელისუფლების ძალისხმევა თავისუფალი ბიზნესგარემოს შექმნისკენ არის მიმართულია.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტორების მოზიდვის კუთხით და ისურვა, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება სამომავლოდ რეიტინგებშიც აისახოს.