სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მსახიობ დეპუტატებს ბოდიში მოუხადოს

სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მსახიობ დეპუტატებს ბოდიში მოუხადოს

დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს მოუწოდებს, მსახიობ დეპუტატებს ბოდიში მოუხადოს. 

"უსუფაშვილს მივესალმები, რომ ჩიორას ბოდიში მოუხადა, მაგრამ არც ჩვენ გვაწყენდა ბოდიშის მოხდა, რადგან არ ვართ დასაკარგი ქართველები", - განაცხადა ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, უსუფაშვილმა არ უნდა თქვას, რომ მსახიობები არ სჭირდებათ.

"რაც შეეხება "ოცნებას", ისეთი გუნდი უნდა ვიყოთ, რომელიც გვეამაყებოდეს. დავით უსფაშვილს პატივს ვცემ, მაგრამ თურმე, ჩვენი მსახიობები არ გვჭირდება. შეგახსენებთ, რომ არნოლდ შვარცენეგერი და რეიგანი მსახიობები იყვნენ. უსუფაშვილს მივესალმები, რომ ჩიორას ბოდიში მოუხადა, მაგრამ არც ჩვენ გვაწყენდა ბოდიშის მოხდა, რადგან არ ვართ დასაკარგი ქართველები."- განაცხადა უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა.

ამასთან, მისი თქმით, ბედნიერი იქნებოდა, თუ კი პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვდა, თუმცა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი ამას ვერ შეძლებს.

"ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო და ბინძურმა ადამიანებმა უნდა მართონ ქვეყანა?! ამ ხნის განმავლობაში, მინდოდა უმცირესობის ერთი ადამიანისგან მაინც მომესმინა იმ უბედურების შესახებ, რაც მიშამ ჩაიდინა. ყველამ კარგად იცის, რომ პრეზიდენტი მკლვლელია. აფრასიძეები დახოცეს, შარაძე დახვრიტეს, ასზე მეტი ახალგაზრდა და ჟვანია მოკლეს. ხოლო, 26 მაისი და 7 ნოემრბერი დაარბიეს. ლაჩარი და მსუბუქი ყოფაქცევის პრეზიდენტი გვყავს, რომელიც დაწანწალებს მსოფლიოში და ქვეყანას აბეზღებს. ვიქნები ბედნიერი თუ პრეზიდენტი პარლამენტს დაითხოვს და არჩევნებს დანიშნავს, მაგრამ მას ამის არც თავი აქვს და არც სხვა ადგილი, რადგან ის ჩამოყალიბებული აფერისტია", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა. .