ეკა ბესელია:    გოგა ხაჩიძეს გია ხუხაშვილის სახით ახალი მუზა გამოუჩნდა

ეკა ბესელია: გოგა ხაჩიძეს გია ხუხაშვილის სახით ახალი მუზა გამოუჩნდა

დეპუტატ ეკა ბესელიას აზრით, მის კოლეგას გოგა ხაჩიძეს გია ხუხაშვილის სახით ახალი მუზა გამოუჩნდა. ბესელია პარლამენტში "ახალ სერიებს" ამჯერად ხუხაშვილის თემაზე ელის. 

"ხაჩიძის შთაგონების წყარო ცოტა ხნის წინ ქალბატონი თეა წულუკიანი იყო. როგორც ჩანს, ახლა ახალი მუზა გაუჩნდა გია ხუხუაშვილის სახით და, ვიდრე ახალ გმირს არ მოძებნის, ასეთი აღტაცებითა და შთაგონებით მორიგ ისტორიებს მოგვიყვება. იმედია, თუკი ჩვენ პარლამენტში რაღაცას ვერ გავაკეთებთ, ისიც ხუხაშვილის ბრალი არ იქნება", - განაცხადა ბესელიამ ხაჩიძის საპასუხოდ.

"ვინ არის გია ხუხაშვილი?!" - ამ რიტორიკული კითხვით დაიწყო გამოსვლა გოგა ხაჩიძემ.

"არჩევნებამდე ვიცოდით, რომ ხუხაშვილი ექსპერტად იყო წოდებული. ერთია, რა რჩევებს იძლეოდა ის და ვინ უსმენდა მის რჩევებს, მაგრამ არჩევნების შემდეგ, მისი რჩევების მოსმენა სავალდებულო გახდა. დღეს ხუხაშვილი პრემიერის ფავორიტია და ძალიან ბევრ ადგილას ვიხილეთ მისი ხუხაშვილისეული გამოვლინებები", - განაცხადა ხაჩიძემ, რომლის თქმით, "დღეს ხუხაშვილის გარეშე, ცაში ფრინველი ვერ დაფრინავს და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადის".