პარლამენტის შენობასთან ქუთაისის მცხოვრებმა

პარლამენტის შენობასთან ქუთაისის მცხოვრებმა "ქართული ოცნების" მაისური დაწვა

ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ადგილობრივმა მკვიდრმა, ფირუზ ბერაძემ "ქართული ოცნების" მაისური დაწვა. ბერიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერი იყო , დღეს მიიღო გადაწყევტილება "ქართული ოცნების" პარტიიდან გავიდეს და შესაბამისად "ქართული ოცნების" ატრიბუტიკა დაწვას. 

მისივე თქმით, პროტესტი ეს ფორმა იმიტომ აირჩია, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერ მიაღწია.

ბერაძე აცხადებს, რომ 2012 წელს კერძო კომპანია "კავკასუს პროჯექტიდან" უსამართლოდ გაათავისუფლეს, არაერთხელ მიმართა თავისი პარტიის მხარდამჭერებს, მაგარამ ყურადღებას არავინ აქცევს და მისი ოცნებები არ გამართლდა.