ჩოხატაურში საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა

ჩოხატაურში საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა

ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს ექიმებმა განუცხადეს, კომპანია "ადითი" ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და მათ რამდენიმე თვეა, ხელფასი არ აუღიათ.

ექიმები აცხადებენ, რომ საავადმყოფოში შეწყვეტილია პაციენტების მიღებაც. მათივე თქმით, გაფიცვა გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ექიმები მოითხოვენ, რომ საავამდყოფოდან გავიდეს კომპანია "ადითი" და სახელმწიფოს დაუბრუნდეს მმართველობაში.

მათვე განცხადებით, ამ პროტესტს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებიც შეუერთდებიან.