შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-მ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიური მოლაპარაკების შედეგად უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი გათავისუფლდა.

22 აპრილს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 1938 წელს დაბადებული მწყემსი, გიორგი (ჟორა) დოთიაშვილი გორის რაიონის სოფელ კირბალში დააკავეს. ოსური მილიციის თანამშრომლებმა დოთიაშვილი ჯერ ღრომში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ ცხინვალის იზოლატორში მოათავსეს.
უკანონოდ დაკავებული გიორგი დოთიაშვილი, ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს.