ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა

ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი. "დაველოდოთ", - ასე უპასუხა ალასანიამ გადაცემა "პოზიციის" წამყვანს შეკითხვაზე, რამდენად შესაძლოა კოალიციამ პრეზიდენტობის კანდიდატად სწორედ ის დაასახელოს.

ამასთან, ალასანიას ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატს დაახლოებით 2 კვირაში წარადგენს.

"დღესაც გვქონდა საუბარი კონსულტაციებზე, რომლებიც უნდა გავმართოთ. დაახლოებით ორ კვირაში პრემიერ-მინისტრი წარადგენს კანდიდატს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კანდიდატი იქნება ღირსეული და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ალასანიამ.