გიგა ბოკერია მიესალმება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს სამიზნე არის მაპ-ი

გიგა ბოკერია მიესალმება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ საქართველოს სამიზნე არის მაპ-ი

უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია მიესალმება პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ მომავალი წლის ნატო-ს სამიტზე საქართველოს სამიზნე არის მაპ-ი , - ამის შესახებ ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

"მივესალმები პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რა უნდა იყოს ჩვენი სამიზნე ნატო-ს მომდევნო სამიტზე, კერძოდ, მაპ-ის მიღება. ვთვლი, რომ ამის გარშემო უნდა იყოს პოლიტიკური სპექტრი გაერთიანებული. ეს გზა მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რასაც რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას ეძახიან და არა ის მიმართულება, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ, რომ წინა ხელისუფლებას ვემიჯნებით და ამის გამო უცებ, პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის პოლიტიკური კლასი თავის სტრატეგიულ ხედვებს შეიცვლის, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თქვა - მიხვდებიან, რომ არ სჭირდებათ ოკუპაციაო. ეს, უკეთეს შემთხვევაში, გულუბრყვილობაა",-აღნიშნა ბოკერიამ.