მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვა გუნდში არ ყოფილა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა .
მისი თქმით, ამ ეტაპზე ის საკადრო ცვლილების საჭიროებას ვერ ხედავს.
"ნამდვილად გეტყვით, რომ ასეთი განხილვა გუნდში არ ყოფილა, არც პოლიტსაბჭოზე, არც რომელიმე ფორმატში. თავისთავად ცხადია, ყოველთვის გინდა, რომ ყველა სამინისტრო მაქსიმალურად შედეგით მუშაობდეს. კარგად მესმის პრემიერის. ზოგი სამინისტრო ლიდერია, ზოგი ალბათ ცოტა ჩამორჩება. პრემიერი ყველასგან მაქსიმუმს ითხოვს და სურვილი აქვს, რომ შედეგი ჩანდეს და ალბათ მისი განწყობა საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით აქედან გამომდინარეობს. ის უფრო კარგად ხედავს მთავრობაში არსებულ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ პარლამენტიდან. სიმართლე გითხრათ, არ მაქვს იმის განცდა, რომ რომელიმე სამინისტრო ვერ ასრულებს ისე საქმეს, რომ საკადრო ცვლილებები იყოს საჭირო", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.