გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური მერიის შპს

გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური მერიის შპს "სინათლის ქალაქში" შევიდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერიის შპს "სინათლის ქალაქში" შევიდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს-ს ერთ-ერთმა თანამშრომელმა აცნობა, სამსახური მთელი დღის განმავლობაში პარალიზებული იყო. "ინტერპრესნიუსი" ცდილობს ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი საგამოძიებო სამსახურისგან მოიპოვოს. 

აღსანიშნავია, რომ "სინათლის ქალაქი" მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ერთ-ერთი ის კომპანიაა, სადაც ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებაზე საკრებულოში განცხადებები კეთდებოდა.