გიორგი ბარამიძე:   პარლამენტის ქუთაისში არსებობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია

გიორგი ბარამიძე: პარლამენტის ქუთაისში არსებობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია

პარლამენტის ქუთაისში არსებობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ "როუზ-როსის" სემინარზე კითხვა-პასუხისას განაცხადა. 

მისი თქმით, წინა მთავრობის გადაწყვეტილება, პარლამენტი ქუთაისში გადასულიყო გამომდინარეობდა იქიდან, რომ ყველაფერი აკუმულირებული იყო თბილისში და თბილისში იმყოფება 1/3 მთლიანად საქართველოს მოსახლეობის.

როგორც ბარამიძემ განაცხადა, დადებითი კუთხე ის არის, რომ პარლამენტი დეპუტატებისთვის კარგი სამუშაო ადგილია. კერძოდ, კარგი, თანამედროვე შენობაა და დეპუტატებს ყველაფერი აქვთ რაც სჭირდებათ. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ბარამიძის განცხადებით, ეს უფრო ტექნიკური საკითხია, რადგან რთულია ტექნიკურად უცხოური დელეგაციების ქუთაისში ჩასვლა.

გიორგი ბარამიძის განცხადებით, ასევე რთულია მთავრობის წევრებისათვის სამსაათიანი გზა გაიარონ იმისათვის, რომ ქუთაისში,პარლამენტში ჩავიდნენ. თუმცა ბარამიძემ აღნიშნა, რომ ქუთაისში აშენებულია ახალი აეროპორტი, თვითმფრინავები დაბალ ფასად დაფრინავენ და უცხოურ დელეგაციებს შეუძლიათ ქუთაისში პირდაპირ იმგზავრონ.

რაც შეეხება სემინარის ერთ-ერთი მონაწილის კითხვას ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ურთიერთობაზე, ბარამიძემ აღნიშნა, რომ ეს ურთიერთობა ადეკვატური.

"არ შეიძლება ყველა ადამიანი ერთ ხმაზე ლაპარაკობდეს", - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ ერთ ხმაზე შეიძლება საუბრობდნენ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის ოკუპაციას.

"ასევე, როგორ წარმოვაჩინოთ ქვეყანა საერთაშორისო ფორუმებზე, რომ საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი", - განაცხადა ბარამიძემ.