პროკურატურა უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოიძიებას აწარმოებს

პროკურატურა უშიშროების საბჭოს საქმიანობის გამოიძიებას აწარმოებს

პროკურატურა უშიშროების საბჭოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის გამოიძიებას აწარმოებს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა "ტელეიმედს" განუცხადა. 

მისივე თქმით, პროკურატურაში მრავალი გამოძიება მიმდინარეობს, ერთ-ერთი გამოძიება კი შეეხება გარკვეული პერიოდის განმავლობაში უშიშროების საბჭოს საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, სახელმწიფო ხარჯების ხარჯვის კანონიერებას.

"ამ მხრივ მიმდინარეობს ჩვეულებრივი საგამოძიებო პროცესი და, როდესაც დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ვაუწყებთ", – აღნიშნა კბილაშვილმა.