ომბუდსმენი დღეს დეპუტატებს ლაფანყურისა და სააკაშვილის მთავრობის წევრების დაკავებებზე ანგარიშს გააცნობს

ომბუდსმენი დღეს დეპუტატებს ლაფანყურისა და სააკაშვილის მთავრობის წევრების დაკავებებზე ანგარიშს გააცნობს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას განაახლებს .
უჩა ნანუაშვილი დეპუტატებს ანგარიშის იმ ნაწილს გააცნობს, რომელიც რეზონანსულ საქმეებს, მათ შორის ლაფანყურის სპეცოპერაციას და პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის წევრების დაკავებებს შეეხება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა, ომბუდსმენის ანგარიშთან დაკავშირებით კომიტეტის კიდევ ერთი - შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, სადაც განხილვის საგანი პარლამენტის დადგენილების პროექტი იქნება. ბესელიას თქმით, სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის დადგენილება საკმაოდ სერიოზული და სოლიდური დოკუმენტი იქნება.

სწორედ შემაჯამებელი სხდომის ჩატარების შემდეგ დაზუსტდება ომბუდსმენის ანგრიშის სესიაზე გატანის თარიღი.

18 აპრილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის ანგარიშის ის ნაწილი მოისმინა, რომელიც ციხეებში განვითარებულ მოვლენებს, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, წინასაარჩევნოდ გამოვლენილ დარღვევებს, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებს და ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს ეხება.