ელჩობის ხუთი კანდიდატი ხვალ პარლამენტში მივა

ელჩობის ხუთი კანდიდატი ხვალ პარლამენტში მივა

ელჩობის ხუთი კანდიდატი ხვალ პარლამენტში მივა. როგორც დღეს, ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა , ელჩობის კანდიდატები პარლამენტში შეხვედრებს კომიტეტებსა და ფრაქციაში გამართავენ.

მისივე ინფორმაციით, პირველიდან 10 მაისამდე რამდენიმე ელჩი ჩავა დანიშნულების ქვეყანაში, ხუთი საელჩო კი ელჩის გარეშეა დარჩენილი და მათ კანდიდატურებთან დაკავშირებით არანაირი წინსვლა არ არის.

ამასთან, როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, საქართველოს ელჩი არც გაერო-ში ჰყავს, სადაც 10-დან 15 ივლისამდე რეზოლუციას უნდა უყაროს კენჭი.

"როდესაც ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მოპოვება, ჩვენ ელჩი არ გვყავს. ამიტომ სხვადასხვა გზებს მივმართავთ მხარდაჭერის მოსაპოვებლად", - აღნიშნა ფანჯიკიძემ.