შინაგან საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში –

შინაგან საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში –

დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერია"-ში ჩატარდა კონფერენცია "სამოქალაქო კონტროლი უკანონო მოსმენების აღსაკვეთად". ღონისძიება სამოქალაქო საზოგადოება „საქართველოს ეროვნული პლატფორმისა" და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ და სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა წინა ხელისუფლების მიერ მოქალაქეებზე უკანონო თვალთვალსა და მოსმენებზე, უკანონოდ მოპოვებული მასალების განადგურებასა და კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.