ირაკლი ალასანია:  საქართველოს დემოკრატიის მთავარი მიმზიდველობა არის ის, რომ პოლიტიკური ძალები შესაძლოა ერთმანეთს არ დაეთანხმონ

ირაკლი ალასანია: საქართველოს დემოკრატიის მთავარი მიმზიდველობა არის ის, რომ პოლიტიკური ძალები შესაძლოა ერთმანეთს არ დაეთანხმონ

საქართველოს დემოკრატიის მთავარი მიმზიდველობა არის ის, რომ პოლიტიკური ძალები შესაძლოა ერთმანეთს არ დაეთანხმონ. 

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირკალი ალასანიამ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე გამოსვლისას განაცხადა. თუმცა, მისი თქმით, ოპოზიციამ და უმრავლესობამ უნდა მოახერხონ საერთო მოსაზრებების მოძებნა. ამის მაგალითად ირაკლი ალასანიამ საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ერთობლივად მიღებული რეზოლუცია დაასახელა. აღნიშნული განცხადება ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო ასამბლეის სემინარის მონაწილეებს ვიცე სპიკერმა გიორგი ბარამიძემ მიმართ.

მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ვენეციის კომისიის რეკომენდაცია არ გაიზიარა, კერძოდ, გიორგი ბარამიძემ განმარტა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედმა წევრებმა თავიანთი უფლებამოსილება უნდა ამოწურონ. გიორგი ბარამიძე ამ რეკონმენდაციის მიუღებლობას სასამართლოზე პირდაპირი თუ ირიბი გზით კონტროლის დამყარების მცდელობას უკავშირებს.

"ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ახლი მთავრობა სასამართლოზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. თუმცა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ოპოზიციამ და უმრავლესობამ ამ საკითხზე შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ. ჩენთვის მთავარია გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და დავიწყოთ მოლაპარაკებები, რათა პატივი ვცეთ ვენეციის კომისიის რეკმენდაციებს. ჩვენ გვაქვს შანსი თავი მოვიყაროთ და ერთობლივად მოვძებნოთ გამოსავალი, რადგან დამოუკიდებლი სასამართლო არის დემოკრატიის ხერხემალი. ჩვენ მზად ვართ ასევე ვითანამშრომლოთ როგორც სასამართლო, ასევე თავდაცვის სფეროში", - აღნიშნა გიორგი ბარამძემ.